Zentracafe

ფუნქციები

ყველაფერი, რასაც Zentracafe აკეთებს, კატეგორიებად.

კლუბის მართვა

ცოცხალი რუკა, სესიები, ტარიფები, ცვლები და რეპორტები ერთ პანელში, ტელეფონიდანაც.

  • ცოცხალი რუკა

    ყველა კომპიუტერი და PlayStation ერთ ეკრანზე: ვინ თამაშობს, რამდენი დარჩა, რომელია თავისუფალი.

  • სესიები და დაკეტვა

    დრო ითვლება კომპიუტერზე, ვადის ბოლოს ეკრანი თავისით იკეტება. წინასწარი და შემდგომი გადახდა, პაკეტები.

  • კომპიუტერული კლუბის პროგრამა

    კომპიუტერული კლუბის ბილინგი: საათობრივი ტარიფი, ღამის პაკეტი, წინასწარი გადახდა, ბალანსი, VIP ფასდაკლება და დროის ავტომატური აღრიცხვა.

  • ცვლები და რეპორტები

    ცვლის გახსნა და დახურვა, სალარო, ხარჯები, შემოსავალი დღის, კვირის და თვის მიხედვით.

  • დისტანციური მართვა

    კლუბის დისტანციური მართვა ტელეფონიდან ან სახლიდან: რომელი ადგილია დაკავებული, რამდენი შემოვიდა დღეს, რა გაიყიდა ბარში; კომპიუტერის გახსნა, დაკეტვა და ეკრანის ნახვა დისტანციურად.

ისტორია: შემოსავალი, სესიები, მოგება და ხარჯი, შემოსავალი საათების მიხედვით

კომპიუტერების კონტროლი

დაბლოკვა და გახსნა, ეკრანის ნახვა, თამაშები და Steam, გასუფთავება ყოველი კლიენტის შემდეგ.

  • კომპიუტერების კონტროლის სოფტი

    კომპიუტერების დაბლოკვა და გახსნა, დროის ლიმიტი, ეკრანის ნახვა და მართვა, პროგრამების და თამაშების დახურვა დისტანციურად, მაუსისა და ყურსასმენის კონტროლი.

  • გეიმინგ კლუბის პროგრამა

    გეიმინგ კლუბის სოფტი, რომელიც თამაშებს, Steam-ს და ანგარიშებს აკონტროლებს, ყოველი კლიენტის შემდეგ კომპიუტერს ასუფთავებს და თამაშებს ღამით აახლებს.

კომპიუტერების სია: სტატუსი, ქსელი, CPU და RAM, აგენტის ვერსია

გადახდები და ჯავშანი

QR გადახდა პირდაპირ შენს ანგარიშზე, ონლაინ ჯავშანი კლუბის საიტზე.

  • QR გადახდა

    მოთამაშე ლოქ სქრინიდან იხდის ტელეფონით. თანხა პირდაპირ შენს საბანკო ანგარიშზე ირიცხება.

  • ონლაინ გადახდები

    კლიენტი იხდის ონლაინ, ტელეფონით, QR კოდით დაკეტილი ეკრანიდან, ბარის შეკვეთისას და საიტზე ჯავშნისას. თანხა პირდაპირ კლუბის საბანკო ანგარიშზე ირიცხება.

  • ონლაინ ჯავშანი და კლუბის საიტი

    კლუბის ვებსაიტი, სადაც კლიენტი ადგილს ონლაინ ჯავშნის და წინასწარ იხდის. ჯავშანი მაშინვე ჩანს პანელში.

ჯავშნები: დრო, ადგილი, გადახდა

ბარი და კლიენტები

შეკვეთა კომპიუტერიდან, მარაგი, კლიენტების ბალანსი და VIP ფასდაკლება.

  • ბარი და საკვები

    შეკვეთა კომპიუტერიდან, მარაგის აღრიცხვა, ხარჯები და მომწოდებლები.

  • კლიენტები

    ტელეფონით ცნობილი კლიენტები, ბალანსი, ნაყიდი საათები, VIP ფასდაკლება.

ბარი: პროდუქტები, მარაგი, გაყიდვა ერთი ღილაკით

თამაშები და ტურნირები

ტურნირები ონლაინ რეგისტრაციით და CS2 LAN Play ერთი ღილაკით.

  • ტურნირები

    ტურნირის პაკეტი: $100 ერთ ტურნირზე, ნებისმიერ პაკეტზე. რეგისტრაცია და საფასურის ონლაინ გადახდა შენს საიტზე, ბრეკეტის ყველა ფორმატი, CS2 რუკების veto-თი, დანის რაუნდით და სერვერით კლუბის კომპიუტერზე.

  • CS2 LAN Play (VIP)

    მეგობრები ერთ თამაშში ერთი ღილაკით: ერთი მოთამაშის კომპიუტერი სერვერია, დანარჩენები თავისით უერთდებიან; რეჟიმი, რუკა და ბოტები პანელიდან.

CS2 LAN Play: რეჟიმი, რუკა, მოთამაშეების კომპიუტერები და სერვერი

PlayStation

PS5 იმავე პანელში, სადაც კომპიუტერები: Zentra TV, ტაიმერი და QR გადახდა.

  • PlayStation კლუბის მართვა

    PS5 ტელევიზორები იმავე რუკაზე, რაც კომპიუტერები: ტაიმერი, ავტომატური დაკეტვა და QR გადახდა.

დეტალურად
PlayStation: Zentra TV-ის ტელევიზორები და PS5-ის სესიები

მზად ხარ?

რეგისტრაციას 3 წუთი სჭირდება.